მერია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მფლობელებს წაახალისებს

© FB/ Mirian Lebanidzeმირიან ლებანიძე
მირიან ლებანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს, განაცხადა მერიის ტრანსპორტის სამსახურის PR-მენეჯერმა მირიან ლებანიძემ.
მერია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მფლობელებს წაახალისებს

„ასეთი ავტომობილების მფლობელი ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა მობრძანდეს, წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები. ამის შემდეგ მონაცემები გადაიგზავნება კომპანია „სითი პარკში“ და ელექტრომობილების მფლობელებს მანქანების პარკინგებზე უფასოდ გაჩერების უფლება ექნებათ“, — განაცხადა მირიან ლებანიძემ.

ლებანიძის თქმით, წინა წელს მერიამ თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების მოსაწყობად ორი ადგილი გამოყო.

ყველა ახალი ამბავი
0