ილია მეორე: ნაკურთხი წყალი უნდა იყოს ყველა ოჯახში

გამოწერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყველა მორწმუნეს მოუწოდა, რეგულარულად აპკურონ საკუთარ სახლს ნაკურთხი წყალი. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ აკურთხა პატრიარქმა მორწმუნეები წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელსაც ახლახან 84 წელი შეუსრულდა, ნათლისღების დღესასწაული მიულოცა მორწმუნეებს და მოუწოდა, რომ ყოველთვის ჰქონდეთ ოჯახში ნაკურთხი წყალი.

"ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ნაკურთხი წყალი. ეს უდიდესი სიწმინდეა. თქვენ უნდა აპკუროთ წყალი საკუთარ შვილებს, საკუთარ ოჯახს, საკუთარ ეზოებს, და უფლის მადლი არ მოგაკლდებათ", — თქვა მორწმუნეებისადმი მიმართვაში ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, პერიოდულად ასხურონ ნაკურთხი წყალი სახლს და ოჯახის წევრებს.

ყველა ახალი ამბავი
0