ამინდი საქართველოში: მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

გამოწერა
25 იანვრიდან მთელს საქართველოში აცივდება, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ნალექი თოვლის სახით მოვა.

24 იანვარი, სამშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქნება უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრს შეადგენს, დასავლეთში კი შეიძლება წამში 20–25 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 5–0, დღისით კი — 8–13 გრადუსი ყინვა. მაღალ მთაში ღამით მინუს 15–10 გრადუსი იქნება, დღისით კი — მინუს 2 პლუს 3.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 7–2, დღისით კი 2–7 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 16–11 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — მინუს 5–0.

თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ძირითადად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. ქარის სიძლერე წამში 9–14 მეტრს მიაღწევს. ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება, დღისით — 5 გრადუსი სითბო.

25 იანვარი, ოთხშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ სქართველოში ღამით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დღისით კი ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დასავლეთში კი17–22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 პლუს 4, დღისით კი — 6–11 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 13–8 გრადუსი იქნება, დღისით კი — მინუს 4 პლუს 1.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 7–2, დღისით კი — 6–11 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 13–8 გრადუსი იქნება, დღისით კი — 0 პლუს 5.

თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობა და, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. ქარის ძალა წამში 10–15 მეტრს მიაღწევს. ღამით მინუს 3 გრადუსი იქნება, დღისით კი 8 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0