თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. სოცილაური ქსელის, Twitter-ის შემქმნელმა ჯეკ დორსიმ ბოდიში მოუხადა დონალდ ტრამპს სისტემაში დაშვებული შეცდომისთვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости დორსის მიკრობლოგზე დაყრდნობით.
„ტვიტერის“ შემქმნელის თქმით, სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გვერდის ხელმომწერები იყვნენ, ინაუგურაციის შემდეგ ავტომატურად დაემატნენ ტრამპის საპრეზიდენტო აკაუნტს (@POTUS).
შეცდომით დამატებულ ხელმომწერთა შორის იყვნენ ის მომხმარებლებიც, რომლებმაც ობამას აკაუნტზე ხელმოწერა ჯერ კიდევ მისი მმართველობის პერიოდში გააუქმეს.
„ჩვენ გამოვიძიეთ მომხდარი. დაშვებული გვაქვს რამდენიმე ეცდომა [რომლებიც გამოვასწორეთ]… ჩვენ ვაღიარებთ შეცდომას და ბოდიშს ვიხდით“, — ნათქვამია დორსის ოფიციალურ გვერდზე „ტვიტერში“.
All: we investigated what happened here, and we made some mistakes (which have been corrected). Some context first. https://t.co/W1n3Xs6LaN
— jack (@jack) January 21, 2017
მისი თქმით, ანალოგიური შეცდომა მოხდა ვიცე-პრეზიდენტის, თეთრი სახლის პრესმდივნისა და თავად თეთრი სახლის აკაუნტებთან დაკავშირებითაც.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ოფიციალურ საპრეზიდენტო აკაუნტზე ინაუგურაციის შემდეგ გაჩნდა მისი ფოტო განუყრელი ალისფერი ჰალსტუხით. კონფუზი იმაში მდგომარეობდა, რომ გვერდის მთავარ ფოტოდ გამოყენებული იყო 2009 წლის ფოტო ობამას ინაუგურაციიდან. ფოტოზე პერსპექტივაში ჩანს კონგრესის შენობა და წინა პლანზე ხალხი დროშებით ნათელი დღის ფონზე. ხოლო ტრამპის ინაუგურაციის დღეს მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი იდგა.
შეცდომა მალევე გამოსწორდა და ახლა აკაუნტს @POTUS ტრამპის ორი ფოტო ამშვენებს — ოფიციალური და კიდევ ერთი, რომელშიც პრეზიდენტი დოკუმენტზე ხელს აწერს.