ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარინა ქაციბაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება
„23 იანვარს, 18.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მარინა ქაციბაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მასზე მხატვრები, პოეტები და სხვადასხვა ოფიციალური უწყების წარმომადგენლები მოვლენ,“- აცხადებს “Sputnik”- თან ინტერვიუში თამარ ბასილაშვილი.
საერთაშორისო ასოციაცია „Georgia for friends”-ის პრეზიდენტი თამარ ბასილაშვილი საუბრობს მარინა ქაციბაიაზე, რომელიც ეტლს მიჯაჭვული, შეზღუდული შესაძლებლობის ნიჭიერი ადამიანია, წერს საოცარ ლექსებს და ხატავს. საღამოზე მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა