ახლა კი ირკვევა, რომ მისტიკა და იდუმალება არაფერ შუაშია. ობობის მოკვლა თურმე იმიტომ არ შეიძლება, რომ ეს ბუნებრივი, სწრაფი და ძალზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ნებისმიერი ჩირქოვანი და ძნელად შეხორცებადი ჭრილობებისთვის, მათ შორის, ნაკბენისთვისაც.
ობობისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ავადობის ხარისხსა და სიმძიმეს — ის მკურნალობს მაშინაც, როდესაც ანტიბიოტიკი უძლურია.
• ობობის ქსელი ჭრილობაზე დაიდეთ და სისხლდენა მალევე შეგიჩერდებათ;
• ყურის ტკივილი დაგიამდებათ, თუ ნიჟარაში ვარდისფერ ზეთში მოხარშულ სქელ თეთრ ქსელს ჩაუშვებთ;
• მალარიის სამკურნალოდ საჭიროა მოაგროვოთ ობობის ქსელი და ტყის თხილის სიმსხო ორ ბურთულად დაამრგვალოთ. ერთი ბურთულა შეტევის შემდეგ უნდა მისცეთ ავადმყოფს, მეორე — მომდევნო შეტევის წინ.
ობობის ქსელს ძველად მედიცინაში ფართოდ იყენებდნენ. საქმე ისაა, რომ ის თვისებებით ძალიან ახლოსაა ლიმფასთან — ადამიანის იმუნური სისტემის ძირითად ელემენტთან.
საკმარისია ობობის ქსელი ჭრილობაზე დაიდოთ და ცოტა ხანს გაიჩეროთ, რომ შეხორცების პროცესი თქვენს თვალწინ დაიწყოს: დაგიწევთ მაღალი ტემპერატურა, დაგიცხრებათ შესივება, გაგიყუჩდებათ ტკივილი და ჭრილობაც თანდათან დავიწროვდება.
თუმცა ერთი მისტიური ელემენტი მაინც არსებობს. როგორც ჩვენ წინაპრებს სწამდათ, ქსელის მოგროვების წინ, აუცილებლად უნდა სთხოვოთ პატიება ობობას იმისთვის, რომ სახლს უნგრევთ, აუხნათ ამის მიზეზი და სთხოვოთ დახმარება. მერე კი, როდესაც განიკურნებით, მადლობაც გადაუხადოთ. ოღონდ ეს ყველაფერი ჩუმად, გულში უნდა თქვათ და არა ხმამაღლა.