თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოდან ექსპორტირებულია 28 ათას ტონამდე მანდარინი, რომელთაგან 58,1% რუსეთზე მიდის, ნათქვამია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.
მანდარინების ექსპორტი ხორციელდება ძირითადად რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში.
საექსპორტო სიას აგრძელეს უკრაინა, სადაც ბოლო მონაცემებით ექსპორტირებულია მთლიანი ექსპორტის 28,4%, სომხეთში — 10,9%, ყაზახეთში — 1,12 %, ყირგიზეთში — 0,5%, ბელორუსში — 0,42% და ა.შ.
რუსულ ბაზარზე მანდარინები ისევე როგორც გასულ წელს ხმელეთითაც გადის — „ზემო ლარსის“ სასაზღვრო პუნქტის გავლით და ზღვითაც — ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკში.
ქართული მანდარინების ექსპორტი რუსულ ბაზარზე შვიდ წლიანი შესვენების შემდეგ, 2013 წელს აღდგა და მას შემდეგ ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.