ლტოლვილთა სამინისტრო და „ჯორჯიან მანგანეზი“ დევნილებს საცხოვრებელ სახლებს შეუძენენ

© FB/დევნილთა სამინისტრო MRAსოზარ სუბარი ლტოლვილებთან შეხვედრისას
სოზარ სუბარი ლტოლვილებთან შეხვედრისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებას ამ საქმეში ფინანსურ დახმარებას კერძო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ გაუწევს.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჭიათურის სანატორიუმში მცხოვრები რვა დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

ქუთაისში დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ. - Sputnik საქართველო
დევნილებს ქუთაისში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ

უწყებას ამ საქმეში ფინანსურ დახმარებას კერძო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ გაუწევს.

„დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები აღნიშნულ დევნილ ოჯახებს უკვე შეხვდნენ და სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს“, ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ჭიათურაში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაა. კომპანია იქ ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა დევნილების გაყვანისა და მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი.

სამინისტროსა და კერძო კომპანის შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამინისტრო დევნილ ოჯახებს „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სულადობის გათვალისწინებით, სახლებს შეუძენს. თავის მხრივ, კერძო კომპანიაც გამოყოფს გარკვეულ თანხას დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0