თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში 1973 წელს დაბადებული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს–ს პრესსამსახური.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, MAUZER-WERKE A.G.OBERNDORF-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს“, — ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.