საკლუბო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი ანია შნაიდერი თბილისში ჩამოდის

© FB / Аня Шнайдер ანია შნაიდერის კონცერტი თბილისში
ანია შნაიდერის კონცერტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური კონცერტის შემდეგ ანია შნაიდერს ელოდებიან დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და ესპანეთში.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ცნობილი გერმანელი დიჯეი და საკლუბო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი ანია შნაიდერი თბილისში 27 იანვარს გამართვას კონცერტს.

ეს მისი მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად გერმანელი დიჯეი ჩვენს ქვეყანაში ფესტივალ „კაზანტიპზე“ ჩამოვიდა 2014 წელს, რომელიც ანაკლიაში ჩატარდა.

ამჯერად შნაიდერი თბილისურ კლუბ Elektrowerk-ში 23:00 საათზე წარსდგება მსმენელის წინაშე. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია საიტებზე tkt.ge და eventer.ge

თბილისური კონცერტის შემდეგ ანია შნაიდერს ელოდებიან დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და ესპანეთში.

ანია შნაიდერი ბერლინში ავტორიტეტული ლეიბლის Mobilee Records-ისა და ქველეიბლ Leena-ს ხელმძღვანელი, დიჯეი (კლუბ Club Watergate-ს პრეზიდენტი), პროდიუსერი და რადიოწამყვანია.

2003 წელს შნაიდერის რადიოშოუ Dance Under The Blue Moon საუკეთესოდ ცნეს German Dance Award-ის დაჯილდოების ცერემონიალზე.

ყველა ახალი ამბავი
0