თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენი ავრცელებს.
დღეს დილით უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მაგისტრალი გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო ჩაკეტილი იყო.
ამჟამად ავტომაგისტრალზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, აცხადებენ დეპრტამენტში.