სოსო ცინცაძე: რუსეთმა სავიზო რეჟიმი უნდა გაგვიუქმოს
"ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველო სერიოზულ დათმობაზე წავიდა რუსეთთან, როცა „გაზპრომს“ სომხეთში გაზის ტრანსპორტირების საფასურის მიღებას ფულით დასთანხმდა. თუ რამე საპასუხო ნაბიჯს გადმოდგამს რუსეთი, ეს აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა მოხდეს და ეს, შეიძლება, ვიზების გაუქმება იყოს", — თვლის სოსო ცინცაძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა თებერვლის დასაწყისში პრაღაში გაიმართება.