საქართველოს პატრიარქი დაახლოებით 800 ბავშვის ნათლია გახდა

გამოწერა

ნათლისღების დღესასწაულზე თბილისში წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ბავშვების საყოველთაო ნათლობა მოეწყო. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ნათლობის ცერემონია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა უკვე რიგით 47-ე ბავშვების საყოველთაო ნათლობა. დაახლოებით 800 ბავშვი გახდა პატრიარქის ნათლული 19 იანვარს — დღეს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია 12 მთავარი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთს – ნათლისღებას აღნიშნავს.

"პირველ რიგში გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, შეგეწიოთ ამ დღის მადლი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ღირსი გახდა პატრიარქის ნათლული ყოფილიყო. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ. მესამე შვილი შეგვეძინა და ის პატიარქის ნათლულია", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ერთ-ერთი ბავშვის დედამ, თბილისის მცხოვრებმა მარიამ ლომსაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ოჯახში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს ნათლავს, რომელთა მშობლებმაც ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს. ამ ინიციატივის მიზანია ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. პირველი საყოველთაო ნათლობა საქართველოში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში. ამჟამად ილია მეორის ნათლულების რაოდენობა 30 ათასზე მეტს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0