პოლიციისა და მომიტინგეების შეტაკების კადრები ვაშინგტონიდან

გამოწერა

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში. იხილეთ ვიდეო, თუ რა ხდებოდა ქალაქის ქუჩებში ინაუგურაციამდე.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ამერიკის ბევრ ქალაქში გაიმართა.

ინაუგურაციის წინა დღეს ნიუ-იორკში ჩატარდა მიტინგი, რომლის მონაწილეებიც იყვნენ ქალაქის მერი ბილ დე ბლაზიო, ჰოლივუდის ვარსკვლავებული რობერტ დე ნირო, მარკ რუფალო, ალექს ბოლდუინი, რეჟისორი მაიკლ მური და მომღერალი შერი.

ქუჩაში გამოვიდა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც Trump Tower-ის შენობის – რესპუბლიკელი პრეზიდენტის "შტაბ-ბინის" სიახლოვეს შეიკრიბნენ.

ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის ცერემონიის წინა დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა ვაშინგტონშიც. განსაკუთრებით აქტიურ მომიტინგეებს შეტაკებაც ჰქონდათ პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გასული წლის ნოემბერში გაიმარჯვა არჩევნებში. ამის შემდეგ აშშ-ის დიდ ქალაქებში ათასობით მისი მოწინააღმდეგე გამოვიდა ქუჩაში. პროტესტის ძირითადი კერები იყო ნიო-იორკი, ატლანტა, პორტლენდი, სან-დიეგო (კალიფორნია) და როიალ ოაკი (მიჩიგანი).

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0