პროექტის Ты-супер! ქართველმა მონაწილემ ნანა ვარძელაშვილმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს კონკურსზე გამარჯვების მოსაპოვებლად. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო-ინტერვიუ ახალგაზრდა ქართველ მომღერალთან.
შოუს Ты-супер! ქართველი მონაწილე ნანა ვარძელაშვილი, რომლის კანდიდატურაც წინასწარი კასტინგის საფუძველზე შეირჩა, ძალიან მალე მოსკოვში გაემგზავრება ოფიციალურ წარმომადგენლებთან — პედაგოგებთან და მეურვეებთან ერთად.
"დიდი მადლობა ნდობისთვის. თქვენს ნდობას აუცილებლად გავამართლებ და საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდები", — თქვა ნანა ვარძელაშვილმა.
რუსული ტელეკომპანია НТВ-ს პროექტის Ты-супер! პროდუსერების თქმით, შოუს მონაწილეთა უმეტესობისათვის ეს ცხოვრებაში პირველი მოგზაურობა იქნება საკუთარი ქალაქის ფარგლებს მიღმა. НТВ-ს პროექტი შანსს აძლევს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს, საკუთარი თავი ყველას გააცნონ. პროექტის მონაწილეები იქნებიან ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატებისა და მიმღები ოჯახების აღსაზრდელები. პროექტის ფარგლებში მონაწილეებთან იმუშავებენ პროფესიონალი პედაგოგები და მუსიკალური პროდიუსერები. პროექტის მსვლელობის პერიოდში ისინი სკოლის პროგრამის შესწავლას არ შეწყვეტენ.
საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი შოუს Ты супер! საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. პროექტის განმავლობაში Sputnik-ი საკუთარი რესურსებით ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ მკვითხველებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ კონკურსანტების წარმატებებსა და გამარჯვებებს ონლაინ-დღიურებითა და პირდაპირი ტრანსლაციებით. სოციალურ ქსელებში სააგენტოს ოფიციალურ აკაუნტებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს მისთვის სასურველ მონაწილეს.