ნანა ღონღაძე: დავრწმუნდი, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია
"კარგად მახსენდება 80-იანი წლები, როდესაც ტელევიზიაში ვმუშაობდი. მაშინ ტელევიზიის თავმჯდომარე ნუგზარ ფოფხაძე იყო. ეს იყო პროფესიონალი, რომელმაც კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა“, — იხსენებს “Sputnik–საქართველოსთან” ინტერვიუში ნანა ღონღაძე.
ნანა ღონღაძე საქართველოს ტელევიზიის ცნობილი ჟურნალისტი და საკავშირო ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი, იგი ტელევიზიაში 70-იან წლებში მივიდა, იყო სხვადასხვა თემატიკის საავტორო გადაცემების ავტორი, აშუქებდა სამთავრობო რანგის შეხვედრებსა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებს. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.