თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ბრაზილიელი მომღერალი ლოალვა ბრაზი, რომელიც 1980–იანი წლების ბოლოს „ლამბადის“ შესრულებით გახდა ცნობილი, 64 წლის ასაკში დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ Globo–ზე დაყრდნობით.
ტელეარხის ინფორმაციით, ბრაზილიელი მეხანძრეები ცეცხლწაკიდებულ ავტომობილთან რიო–დე–ჟანეიროს სანაპირო ზოლში მივიდნენ და მანქანიდან ბრაზის სხეული ამოიყვანეს. ინციდენტის შედეგად გვერდით მდგარი სახლიც დაზიანდა.
ავტომობილის დაწვის მიზეზები უცნობია.
ინტერნეტ–პორტალ UOL–ის ინფორმაციით, სამართალდამცველები მკვლელობის ვერსიას განიხილავენ. პოლიციის მონაცემებით, მომღერლის სახლში დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე ორი უცნობი პირი შენიშნეს.
ბრაზი ფრანგული ჯგუფის Kaoma-ს სოლისტი იყო 1989–დან 1998 წლის ჩათვლით. სწორედ ამ ჯგუფის შესრულებით გამოვიდა ჰიტი „ლამბადა“.