თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის პოლიციამ საქსონიის მხარეში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავა, რომელთა შორისაც საქართველოს მოქალაქეები არიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სამართალდამცველებმა დრეზდენსა და ლაიფციგში 30-ზე მეტი სახლი გაჩხრიკეს. ქართველებთან ერთად დაკავებული არიან ლატვიისა და ვიეტნამის მოქალაქეები, რომელთაც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი ჰქონდათ.
„გერმანიის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩვენ 15 ადამიანი დავაკავეთ. ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა საგნები. ეს ერთ-ერთი მასშტაბური სპეცოპერაცია იყო, რაც კი ბოლო პერიოდში ქვეყანაში ჩატარებულა“, — განაცხადა პოლიციის პრეს-სპიკერმა ალფრედ კლანერმა.
დამნაშვეები ძირითადად სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ. ჩხრეკის დროს მათი სახლებიდან პოლიციამ ნაქურდალი ნივთები, ბავშვთა კვების პროდუქტები, თამბაქოს ნაწარმი და კოსმეტიკა, ასევე 30 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო.