„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 19 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის და ავლაბრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0