მაკკეინი: რუსეთი ახლო აღმოსავლეთში საკვანძო მოთამაშეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსენატორი ჯონ მაკკეინი
სენატორი ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მიანიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის პოზიციები შესუსტდა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ მაკკეინმა ახლო აღმოსავლეთში რუსული პოლიტიკის წარმატება აღნიშნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ სირიის საკითხებზე ასტანაში აშშ-ისა და გაეროს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიწვევას მოსკოვი მართებულად მიიჩნევს.

„არაფერია იმაზე მეტად თვალშისაცემი, რომ რუსები, ირანელები და თურქები აშშ-ს სამშვიდობო კონფერენციაში (სირიის საკითხებზე) მონაწილეობისთვის იწვევენ. ამას აშშ არ ხელმძღვანელობს. აშშ მისი ნაწილიც არ არის, მას იწვევენ. სადამდე მივედით!“ — განაცხადა მაკკეინმა ტელეარხ MSNBC-ს ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარე ახლო აღმოსავლეთში ჭკვიანურად მოქმედებდა და ამჟამად ამ რეგიონში საკვანძო მოთამაშე გახდა.

ლავროვი რუსი დიპლომატების გადაბირების შესახებ - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში რუსი დიპლომატების გადაბირების მცდელობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეუთანხმდა წინადადებაზე – სირიაში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი ასტანაში განაგრძონ. პუტინის თქმით, ახალ ტერიტორიას მოლაპარაკებებისთვის ჟენევის მოლაპარაკებების შევსება შეუძლია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

შეხვედრა ასტანაში, სავარაუდოდ, 23 იანვარს გაიმართება, ხოლო ჟენევაში — 8 თებერვალს. შეხვედრა ასტანაში ჩატარდება სამმხრივ ფორმატში — რუსეთი-ირანი-თურქეთის თანამშრომლობის ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0