პეტრე მამრაძე: „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ლიდერებს დასავლეთის იმედი აქვთ

© Sputnik / Levan Avlabreliექსპერტი პეტრე მამრაძე
ექსპერტი პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმები, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო, პირადად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა, განაცხადა „სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ.
პეტრე მამრაძე: „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ლიდერებს დასავლეთის იმედი აქვთ

„ნაცმოძრაობის“ უკვე ყოფილ ლიდერებს აქვთ კონტაქტები დასავლეთში, პირადად იცნობენ იქაურ ლიდერებს, თავი მოაქვთ პროდასავლურ პოლიტიკოსებად და ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილისგან დისტანცირებას მოახდენენ, გადარჩებიან“, — თვლის პეტრე მამრაძე.

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც პარტიის ხელმძღვანელი ორგანოებიდან 59 წევრის წასვლა მოჰყვა, სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა. არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პროპორციული სისტემით ხმათა 27,11% (27 მანდატი) მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0