ჯგერენაია: მოქალაქეები ცხოვრების პირობებით კმაყოფილი არ არიან
„NDI-ს კვლევის შედეგები რეალობას ასახავს. რა თქმა უნდა, მოქალაქეები თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილი არ არიან და ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი“, — განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.
აშშ-ის "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლავ სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა 17% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ხოლო 26%-ის თქმით, პირიქით – გაუარესდა. ამავე დროს თავს დასაქმებულად გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, გამოკითხულთა 66% კი — არა.