გვიდიანი: გაზის ტრანზიტის ფულით ანაზღაურება მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა

© FB/Andria Gvidianiანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ქვეყანა გაზის ტრანზიტის საფასურს ფულით იღებს და არა ნედლეულით, განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.
გვიდიანი: გაზის ტრანზიტის ფულით ანაზღაურება მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა

„რასაკვირველია, ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის ნედლეულით მიღება ყველაზე მომგებიანი პირობაა, რომელიც, ზოგადად, ბუნებაში არსებობს. მაგრამ, პრაქტიკულად, ყველა სატრანზიტო ქვეყანა გაზის ტრანზიტის საფასურს უკვე ფულით იღებს. ამიტომ ეს შეთანხმება ის გადაწყვეტილება იყო, რომლის მიღებაც საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევდა“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ამ დღეებში "გაზპრომ–ექსპორტთან" მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველო დათანხმდა ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით მიღებას, სამაგიეროდ,  საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მას ბუნებრივი აირის ათას კუბურ მეტრს არა 215 დოლარად, არამედ 185 დოლარად მიჰყიდის.

ყველა ახალი ამბავი
0