ამინდი: საქართველოში აცივდება

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ცივ ამინდში
გოგონა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ცივ ამინდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 19 იანვრიდან შესამჩნევად აცივდება, არამდგრადი ამინდი ქვეყნის უმრავლეს რეგიონებში შენარჩუნდება.

19 იანვარი — ხუთშაბათი

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში — თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ქარის სიჩქარე დასავლეთში წამში 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 3-6 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით იქნება 6-1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 5-0.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მუნის 6-1, ხოლო დღისით — 3-8 გრადუსი სითბო. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს. ჰაერის ტემპერატურა ღამით 6-1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 3-8 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 12-7 გრადუსამდე მოყინავს, ხოლო დღისით მინუს 6-1 გრადუსი იქნება.

თბილისში ნისლია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს. ღამით იქნება 0, ხოლო დღისით — 5 გრადუსი სითბო.

20 იანვარი, პარასკევი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია წვიმა, მთაში — თოვლი, ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით იქროლებს. ბარში ტემპერატურა ღამით 1-6 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღისით — 4-9. მაღალ მთაში ღამით მინუს 8-3, ხოლო დღისით — მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 4-1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო იქნება.

მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 11-6 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 6-1.

თბილისში თოვლსა და ნისლს ვარაუდობენ. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს. ღამით ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 4 გრადუსამდე.

21 იანვარი, შაბათი

დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ხოლო მთაში — მოთოვს. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება მინუს 1 — პლუს 4, ხოლო დღისით — 3-8 გრადუსი სითბო.

მაღალმთიანეთში ღამით იქნება 15-10 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 4 — პლუს 1.

აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 8-3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით პლუს 2-7 გრადუსამდე აიწევს.

მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 14-9 გრადუსი ყინვა, ზოგან მინუს 18 გრადუსამდე მოყინავს, დღისით კი 6-1 გრადუსი ყინვა იქნება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით 3 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0