სმარტფონის დაცულობა ისეთივე მაღალი დონისაა, როგორიც საომარი მდგომარეობისას გამოცხადებული უსაფრთხოების ზომები. ის სრულად ემყარება უკანასკნელი, 256-ე კლასის შიფრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საუბარი და გზავნილები ისევე უმკაცრესად იქნება დაფარული უცხო ყურისა და თვალისათვის, როგორიც ამერიკის მთავრობის უმაღლესი პირებისა.
თითის ერთი შეუმჩნეველი მოძრაობა და ტელეფონი მომენტალურად შეგიძლიათ გარემოსგან სრულ იზოლაციაში მოაქციოთ — ანუ, ამის შემდეგ ყველა ზარი და შეტყობინება დაიშიფრება.
Sоlarin-ი 5.5 დიუიმიანი სპორტული სმარტფონია, Corning Gorilla Glass 4-ის დრეკადი ეკრანითა და 16 შუქდიოდური ნათურით. ტელეფონს 8MP ფრონტალური კამერა აქვს, აღჭურვილი სპეციალური ფლეშ-მეხსიერებით, ლაზერული ავტოფოკუსითა და f/2.0 ზომის ლინზით.
აქვს 3 მაღალსიხშირული, 90 დეციბელი სიმძლავრის დინამიკი — სტერეო ხმითა და ოთხი მიკროფონით.
სმარტფონის უკანა პანელის გადასაკრავად მხოლოდ და მხოლოდ ძვირფას იტალიურ ტყავს იყენებენ.
ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, სმარტფონს 4 000 ამპერ-საათიანი ბატარეა მოჰყვება, რომელიც ორ კვირაზე მეტ ხანს ძლებს და 31 საათიან განუწყვეტელი საუბრის საშუალებას იძლევა.
Solarin-ი 250 გრამს იწონის, 11.1 მმ სისქისაა და… 14,000$ დოლარადაა შეფასებული!
.