რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2016 წელს დაახლოებით 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით რუსეთი ლიდერობს — 2016 წელს ამ ქვეყნიდან 394,5 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2015 წლის მონაცემებთან 8,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

ფული - Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობა შემცირდა

2016 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით შემოსული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 34,3% რუსეთზე მოდის. გასულ წელს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან საერთო ჯამში დაახლოებით 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა.

ამასთან ერთად, 2015 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 2016 წლის დეკემბერში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები 2,5%-ით გაიზარდა და 41,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0