პოლიციამ თბილისის ცენტრში უკანონო იარაღი ამოიღო

© photo : Bankoboev.ru"კალაშნიკოვი"
კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. პოლიციელებმა აღმაშენებლის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 25-წლის მამაკაცი   დააკავეს, იუწყება შსს-ს სამინისტროს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

ყველა ახალი ამბავი
0