თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტი,,წითელი ხიდი“ გადმოკვეთა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მას ტანსაცმელსა და ხელბარგში დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს.
საქართველოს საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.