როგორ მოქმედებს განწყობა ადამიანის ჯანმრთელობაზე

გამოწერა
ვინც განწყობა გაგიფუჭათ, ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, გცემათ – ზუსტად ის ნივთიერებები მოხვდა სისხლში, რომლებიც ფიზიკური ცემის დროს ხვდება.

ის, ვინც განწყობა გაგიფუჭათ, თქვენ ორგანიზმში გამოიწვია ეს: სანამ ბრაზდებოდით, აგეწიათ ჰემოგლობინი და ადრენალინი, ხოლო როდესაც დეპრესია და დაღლილობა იგრძენით — მკვეთრად დაგეწიათ. თქვენმა კუჭმა აქტიურად დაიწყო წვენის გამოყოფა. გამოიწვია კაპილარების სპაზმი. დაირღვა ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, გცემათ — ზუსტად ის ნივთიერებები მოხვდა სისხლში, რომლებიც ფიზიკური ცემის დროს ხვდება.

© Flickr / Isengardtთუ ადამიანმა განწყობა გაგიფუჭათ, დროზე მოიშორეთ ის და დაივიწყეთ
თუ ადამიანმა განწყობა გაგიფუჭათ, დროზე მოიშორეთ ის და დაივიწყეთ - Sputnik საქართველო
თუ ადამიანმა განწყობა გაგიფუჭათ, დროზე მოიშორეთ ის და დაივიწყეთ

თუ თავხედი დროზე მოიშორეთ და მის დავიწყებას შეეცადეთ, მაშინ არაფერი ცუდი არ გემუქრებათ. თუ დიდხანს ითმინეთ და მასთან ურთიერთობა განაგრძეთ — ეს ჯანმრთელობისთვის ცუდი და საშიშია.

მან კი, ვინც თქვენი განწყობა აამაღლა — გითხრათ რაიმე სასიამოვნო, იხუმრა, ანეკდოტი მოგიყვათ ან ქათინაური გითხრათ, მან გამოიწვია იმ ჰორმონების გამოყოფა, რომლებიც ჯანმრთელობას აძლიერებს.

სისხლძარღვები გაფართოვდა, ორგანიზმს მეტი ჟანგბადი მიეწოდა, გაუმჯობესდა ნივთიერებათა ცვლა და გაძლიერდა იმუნიტეტი. და ცხოვრება გახანგრძლივდა.

თქვენც სურვილი გიჩნდებათ, რაიმე სასიამოვნო თქვათ და გააკეთოთ — იწყება ჯაჭვური რეაქცია.

CC BY 2.0 / Flickr/ Jeroen Werkman / Happyგაუფრთხილდით კარგ განწყობას და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ განწყობას გჩუქნიან
გაუფრთხილდით კარგ განწყობას და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ განწყობას გჩუქნიან - Sputnik საქართველო
გაუფრთხილდით კარგ განწყობას და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ განწყობას გჩუქნიან

კარგი განწყობა სისხლისა და, საერთოდ, ყველანაირ კარგ ანალიზზე მოქმედებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

გაუფრთხილდით კარგ განწყობას და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ განწყობას გჩუქნიან. მისი გაფუჭების საშუალება არავის მისცეთ!

დილით, გაღვიძებისთანავე გააცნობიერეთ, რომ სიცოცხლე გრძელდება, ცხოვრებამ კიდევ ერთი დღე გაჩუქათ; და ეს დღე სასიამოვნო განწყობით გაატარეთ!

ყველა ახალი ამბავი
0