თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ბორტზე ჩხუბის გამო ავიაკომპანია Middle East Airlines-ის პილოტმა ლაინერის საგანგებო დაფრენა განახორციელა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".
თვითმფრინავმა, რომელიც ბეირუთიდან ლონდონის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საგანგებო დაშვება სტამბულის აეროპორტში განახორციელა.
ჩხუბის მიზეზი ბორტგამცილებლის მიმართ ლიბანელი მამაკაცის უხეში ქმედება გახდა.
ჩხუბის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო და სოციელურ ქსელში ატვირთა.