ტაილანდში გამართულ ავიაშოუზე გამანადგურებელი ჩამოვარდა. ინციდენტის კადრები

გამოწერა

ტაილანდის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი Jas 39C Gripen ჩამოვარდა ასაფრენ ბილიკზე მოულოდნელი შეტევის მანევრის დემონსტრაციის დროს. ტრაგედია ავიაშოუს დროს მოხდა, რომელიც ბავშვთა დღეს ეძღვნებოდა. პილოტი დაიღუპა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 9.27 საათზე ყველაზე დიდი პროვინციის, სონგკჰლას ქალაქ ჰატიაიში მოხდა. თვითმფრინავი მოულოდნელი შეტევის მანევრის დემონსტრაციის დროს ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა, იუწყება "რია ნოვოსტი".

ინციდენტის შედეგად ადგილობრივი აეროპორტი დაკეტეს.

ტაილანდის ხელისუფლებამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გენერალმა პრაიუტ ჩან-ონამ დაღუპული პილოტის ოჯახს მიუსამძიმრა.

ყველა ახალი ამბავი
0