თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სარატოვის ოლქის პეტროვსკის რაიონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ყირგიზეთის შვიდი მოქალაქე, ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ კვირას სისხლის სამართლის საქმე აღძრა, აცნობეს საინფორმაციო სააგენტოს РИА Новости–ს შს სამინისტროს მთავარი რეგიონალური სამმართველოს პრეს–სამსახურში.
ქალაქ პენზიდან მიმავალი სატვირთო ავტომობილისა და მინივენის შეჯახება მოხდა კვირას 1:30 (00:30) ნიჟნი-ნოვგოროდ — სარატოვის ავტომაგისტრალზე სარატოვის ოლქის პეტროვსკის რაიონში სოფელ ტარუმოვკასთან ახლოს. როგორც საინფორმაციო სააგენტოს РИА Новости–ს პეტროვსკის რაიონის ხელმძღვანელმა დენის ფადეევმა აუწყა, ავარიის შედეგად დაიღუპა ყირგიზეთის შვიდი მოქალაქე, რომლებიც სამუშაოზე მიდიოდნენ.
"პეტროვსკის რაიონის შს სამინისტროს სამძებრო განყოფილების მიერ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა — "საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის სიკვდილი გამოიწვია", – განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
სამმართველოს წარმომადგენლის სიტყვებით, Volvo-ს მარკის სატვირთო ავტომობილის მძღოლი სამედიცინო თვალსაზრისით შეამოწმეს და მას ალკოჰოლის მიღება არ დაუდგინდა.