თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მწვავე პნევმონიით ბათუმში 2 პაციენტი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა გუშინ საგრძნობლად დამძიმდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შესაძლოა ამას კავშირი ჰქონდეს ვირუსულ და სხვა ქრონიკულ დაავადებებთან, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია პნევმონია, ამ დროისთვის უცნობია.
ბათუმში სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
ამავე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში პნევმონიის დიაგნოზით გუშინ 5 ადამიანი დააწვინეს.
ტელეკომპანია რამდენიმე დღის წინ ასევე ბათუმში ორი ადამიანის პნევმონიით გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა.