თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საპატრიარქოს ჩოხოსნების ასოციაციამ საპატრიარქოს სამშობიაროში გაჩენილ პირველ ახალშობილებს საჩუქრად ეროვნული ტანსაცმელი გადასცა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ძველით ახალი წლის ღამეს დავით დათიაშვილი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.
პატარა 3 კილოსა და 800 გრამს იწონის, სიგრძით კი 51 სანტიმეტრია.
ჩვილი და დედა ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საქართველოში პირველი ახალშობილი გოგონა გაჩნდა. იგი მრავალპროფილიან კლინიკა "დედაშვილობაში" დაიბადა.
მრავალპროფილურ კლინიკა „დედაშვილობაში“ პირველის პირველ წუთზე თაია დავითულიანი საკეისრო კვეთით დაიბადა.
გოგონა დავითულიანების ოჯახში პირველი შვილია. იგი 51 სანტიმეტრის სიგრძის იყო და სამკილოგრამზე მეტს იწონიდა.