Boyz II Men-ი თბილისშია

გამოწერა
ანსამბლი Tbilisi Event Hall-ში 14 იანვარს მსმენელის წინაშე უკვე წარდგა. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება, რომელზეც მუსიკოსები ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებს და რამდენიმე ახალ კომპოზიციასაც შეასრულებენ. ჯგუფი თბილისში პირველად იმყოფება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ამერიკული ვოკალური კვარტეტი Boyz II Men, რომელმაც წარმატების პიკს 1990-იანების შუა წლებში მიაღწია, დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში კონეცრტს გამართავს.

ანსამბლი Tbilisi Event Hall-ში 14 იანვარს მსმენელის წინაშე უკვე წარდგა.  თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება, რომელზეც მუსიკოსები ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებს და რამდენიმე ახალ კომპოზიციასაც შეასრულებენ. ჯგუფი თბილისში პირველად იმყოფება. 

Boyz II Men 1988 წელს ოთხმა აფროამერიკელმა მუსიკოსმა ფილადელფიაში (აშშ) საშემსრულებლო ოსტატობის უმაღლეს სკოლაში სწავლის პერიოდში შექმნა. 1991 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი სახელწოდებით Cooleyhighharmony, რომელიც იმ დროისთვის მოდურ ჯეკ-სვინგის სტილში იყო ჩაწერილი. აკაპელაში შესრულებული ჰიტის It’s So Hard to Say Goodbye to Yesterday წარმატებამ ჯგუფის სამომავლო მიმართულება განსაზღვრა. 

1995 წელს მუსიკოსებმა გასტროლებით შემოიარეს აშშ-ის ტერიტორია. მაშინ მათ სამი Grammy-ს ჯილდო გადაეცათ.  

ჯგუფის ბალადებმა End of the Road (1993), I’ll Make Love to You (1994) და One Sweet Day (1995, მერაია ქერისთან დუეტში), Billboard Hot–100-ის პირველ სტრიქონზე ყოფნის ხანგრძლივობით რეკორდები დაამყარა. მერაია ქერისთან დუეტი პირველ ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობით ახლაც რეკორდსმენად რჩება.

ამერიკული ხმის ჩამწერი ასოციაცია ჯგუფ Boyz II Men-ს ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ რიტმ-ენ-ბლუზ კოლექტივად აღიარებს.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0