ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი პოპულარობას იხვეჭს
„თურქეთის საკონსულოში ვიყავი და გენერალურ კონსულს ყველაფერი ავუხსენი, ის დაინტერესდა და დამპირდა, რომ თურქულ ტურისტულ კომპანიებს ინფორმაციებს მიაწოდებდა. ამას გარდა, ირანის საკონსულოშიც ვიყავი და ჩემი მუზეუმით ირანის კონსულიც დაინტერესდა“, — ამბობს „Sputnik”- თან ინტერვიუში ქემალ თურმანიძე.
ბათუმში მცხოვრებმა თვითნასწავლმა ხელოვანმა, ქემალ თურმანიძემ ორი წელია, რაც საკუთარი ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები ახალ სივრცეში განათავსა. მის მიერ დაარსებულ მუზეუმში ქართული ეთნოგრაფიული, საყოფაცხოვრებო და კულტურული ტრადიციები დინამიკაშია წარმოდგენილი. აქ თავად ბატონი ქემალის მიერ მოძიებული უნიკალური ნუმიზმატიკური და არქეოლოგიური ნიმუშებიცაა.