თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მოსკოვში შუკინოს რაიონში ორი ტრამვაის შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაზარალდა, რომელთაგან ხუთის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ორი ტრამვაის შეჯახება ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და ინტერნეტ-სივრცეში განათავსა.
ინციდენტი შუკინოს რაიონში №6 სახლთან ახლოს მოხდა.
მომხდარი ფაქტის გამო ხუთი მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ერთი საათით შეიზღუდა.