თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მეცნიერებმა ზღვის დრაკონის ვიდეოფირზე აღბეჭდვა პირველად მოახერხეს. წითელი ზღვის დრაკონი ნემსისებრთა თევზების ახალი წარმომადგენელია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი".
წითელი დრაკონები 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე ბინადრობენ, კაშკაშა წითელი შეფერილობა კი მათ წყლის მასაში შენიღბვის შესანიშნავ საშუალებას აძლევს, ვარაუდობენ მეცნიერები.
ზღვის დრაკონები ზღვის ცხენების „ნათესავები" არიან. ამჟამად მეცნიერება სამ სახეობას იცნობს — ჩვეულებრივი (Phyllopteryx taeniolatus), ფოთლოვანი (Phycodurus eques) და წითლი (Phyllopteryx dewysea), რომელიც ყველაზე მეტად ზღვის ცხენს ჰგავს.
პირველად ზღვის დრაკონის ნაირსახეობა 2015 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ მკვლევარებმა მისი არსებობის შესახებ დასკვნა ავსტრალიური მუზეუმის ექსპონატის მიხედვით გააკეთეს. მაშინ მეცნიერებმა დნმ გაშიფრეს, რომელიც 1919 წლიდან 2007 წლამდე ნაპოვნი ნიმუშებიდან აიღეს. ამჯერად მოპოვებულია მათი არსებობის ფაქტიური დადასტურება.