ზღაპრული თბილისის ფეიერვერკი

გამოწერა

საქართველოში ახალი წელი ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც უხარია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაზე, როგორც წესი, ქალაქის ხელისუფლება ზრუნავს, რომელიც ქუჩებსა და უბნებს საახალწლო განათებებით ალამაზებს და საზეიმო კონცერტს უწევს ორგანიზებას.

საქართველოში ძველით ახალ წელს არცთუ პომპეზურად, მაგრამ დიდი სიამოვნებით აღნიშნავენ — ვიღაც ამ დღეს ოჯახურ გარემოში აღნიშნავს, ვიღაც კი ხმაურიან და მხიარულ ატმოსფეროს არჩევს. სამწუხაროდ, ამ დღით საახალწლო დღესასწაულები სრულდება.

დღესასწაულები სრულდება, მაგრამ ისინი ჩვენს მეხსიერებაში მაინც რჩება. ამიტომ ღირს, რომ ამ დღეებში ცოტა ხნით მაინც ყოველდღიურ რუტინას თავი დააღწიოთ, დაივიწყოთ საქმეები და პრობლემები და ეცადოთ, საკუთარი თავისთვის ყველაზე სასიამოვნო რამ გააკეთოთ. ძველით ახალი წლის წინ კი განწყობას აუცილებლად აგიმაღლებთ ეს ფეიერვერკები — ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში იხილეთ თუ როგორი გაცისკროვნებულია  ახალი წლის დღეებში ღამის თბილისი! 

 

ყველა ახალი ამბავი
0