"სასოწარკვეთილი დიასახლისები" და ჟურნალისტების თავგადასავალი სტამბულში

© REUTERS / Murad Sezerİstanbul / Çamlıca Camii
İstanbul / Çamlıca Camii - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბულში მომხდარი ტერაქტების გამო ჩვენი იდეა – ახალ წელს თურქეთში შევხვედროდით, მეგობრებმა და კოლეგებმა, ცოტა არ იყოს, ბედის გამოწვევად ჩაგვითვალეს. თუმცა თავისთავად სურვილი, რომ ეს დღე საქართველოდან შორს აღგვენიშნა, აეროპორტშივე გავარკვიეთ, რომ მარტო ჩვენ არ მოგვსვლია თავში…

სტამბულის თვითმფრინავის იმავე რეისში ქართველი „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ერთი ჯგუფი გავიცანით. ყველა მათგანი ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ არ სურდა ამ დღის ტრადიციულად გატარება, ანუ სამზარეულოში ტრიალი, ხაჭაპურების ცხობა და საახალწლო სუფრაზე ქმრების ძმაკაცებისა და ნათესავების ქანცის გაწყვეტამდე მომსახურება. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვინც თავად ახალ წელს უწყობს ხოლმე ზეიმს. ასეა თუ ისე, ცხელ წერტილში გაქცევის შიში არც ერთ მათგანს არ აწუხებდა ოღონდაც წლების განმავლობაში დაწერილ საახალწლო სცენარს ახლა მაინც ასცდენოდა…

© თამარ ხონელიძის პირადი არქივიაია-სოფია
აია-სოფია - Sputnik საქართველო
აია-სოფია

ახალი წელი სტამბულში — ამგვარ ავანტურაზე წავედით ორი ჟურნალისტი ქალი და ეს თავგადასავლის ძიება კი არა, ჩვენი მხრიდან თურქი მოქალაქეების, უბრალოდ კეთილი ადამიანების მიმართ გამოხატული ერთგვარი თანაგრძნობისა და თანადგომის ჟესტიც იყო…

© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ერთ-ერთ ქუჩაზე
სტამბულის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
სტამბულის ერთ-ერთ ქუჩაზე

ასე თუ ისე, ახალ წელს სტამბულის ერთ კაფეში თბილისის დროით შევხვდით. კაფეში მყოფმა სტამბულელებმა ახალი წლის აღნიშვნა თავისებური ფორმით – ლოტოს თამაშით შემოგვთავაზეს!.. გარეთ დროგამოშვებით უშვებდნენ ფერად ფეიერვერკებს (რა თქმა უნდა, არა ისეთი პომპეზურობით, როგორც თბილისში). სტამბული საათში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროით აღნიშნავდა ახალ წელს…

რაც შეეხება ჩვენი მოგზაურობის მთავარ პუნქტს, ნებისმიერი მოგზაური დამეთანხმება, რომ სტამბული – მსოფლიოს ჭიპია, ის ყველა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციის სიმბიოზს წარმოადგენს.

© თამარ ხონელიძის პირადი არქივიმაცხოვრის ფრესკა აია სოფიაში
მაცხოვრის ფრესკა აია სოფიაში - Sputnik საქართველო
მაცხოვრის ფრესკა აია სოფიაში

მუზეუმად ქცეულ აია-სოფიაში ქრისტესა და ღვთისმშობლის ფრესკების ხილვა ისლამურ სიმბოლოებთან ერთად უჩვეულო და ამაღელვებელია… შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, აია-სოფია მეჩეთიდან მუზეუმად ქცეულიყო და ქრისტიანული სიმბოლოებისთვის ხელი არ ეხლოთ, მუსტაფა ათათურქს ეკუთვნის. თუმცა სხვა თემაა, რომ ისინი ამ ეტაპზე სერიოზულ რესტავრაციას საჭიროებენ. ისევე, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, აია-სოფიაშიც არის ე.წ. სურვილის ჩაფიქრების ადგილი, სვეტი, სადაც ცერა თითი უნდა ჩაყო და ხელის მტევნის 360 გრადუსით შემობრუნებამდე სურვილი უნდა ჩაიფიქრო. ძალიან ამაღელვებელი და ნიშანდობლივი იყო, რომ ამ სვეტთან ახალი წლის მიჯნაზე — 31 დეკემბერს მოვხვდით.

© თამარ ხონელიძის პირადი არქივიტოპკაპის სასახლესთან
ტოპკაპის სასახლესთან - Sputnik საქართველო
ტოპკაპის სასახლესთან

აქვე ჩემს კოლეგებს, ვინც ამის შესახებ ჯერ არ იცის, ვაცნობებ, რომ, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, თურქეთის სახელმწიფო მუზეუმებში უფასოდ შესვლა "პრეს-კარტითაა" შესაძლებელი.

შემდეგ იყო სულთან აჰმედის მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე არაჩვეულებრივი ექსპონატებითა და ცისტერნა ბაზილიკა იდუმალი, საოცარი სამყაროთი.

© თამარ ხონელიძის პირადი არქივიფილოქსენოსის ცისტერნა
ფილოქსენოსის ცისტერნა  - Sputnik საქართველო
ფილოქსენოსის ცისტერნა


ამ სტატიაში არ შევუდგები მუზეუმებისა და იშვიათი ექსპონატების ისტორიის მოთხრობას, რადგან სურვილის შემთხვევაში ეს შეგიძლიათ სპეციალურ სახელმძღვანელოებისა და „გუგლის“ ცნობარის საშუალებით მოიძიოთ.

ერთ რჩევას აუცილებლად მოგცემთ: ეწვიეთ სტამბულის აკვარიუმს და იქ მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვებათ. აკვარიუმი შედარებით ახალი პუნქტია და ის ბევრმა არ იცის.

© თამარ ხონელიძის პირადი არქივი სტამბულის აკვარიუმში
 სტამბულის აკვარიუმში - Sputnik საქართველო
სტამბულის აკვარიუმში

 

ეს არის უზარმაზარ ტერიტორიაზე თავმოყრილი მსოფლიო ოკეანის ისტორია, სხვადასხვა საინტერესო ვიზუალური სანახაობით წარმოდგენილი ცალკე პლანეტა. აქ ყველაფერს ერთ სივრცეში ნახავთ: მსოფლიოს ზღვებისა და ოკეანეების ბინადრებს – მცირე ზომის თევზით დაწყებული, დიდი, თეთრი ზვიგენით დამთავრებული.

© თამარ ხონელიძის პირადი არქივითეონა გოგნიაშვილი სტამბულის აკვარიუმში
თეონა გოგნიაშვილი სტამბულის აკვარიუმში - Sputnik საქართველო
თეონა გოგნიაშვილი სტამბულის აკვარიუმში

შიგადაშიგ ოკეანეებთან დაკავშირებული ნამდვილი ისტორიული ეპიზოდების „მოწმე“ ხდებით. აღმოჩნდებით კაპიტან ნემოს იმიტირებულ ცნობილ წყლისქვეშა გემ „ნაუტილუსში“, ვიდეო-აუდიო სპეც-ეფექტებით გაჯერებულ მეკობრეთა სამფლობელოში, პინგვინებთან ერთად ცოცხალი ყინულებით „აგებულ“ ანტარქტიდასაც ეწვევით, რასაც მორიგ პავილიონში ტროპიკული სამყარო შეცვლის ნამდვილი ჩანჩქერებითა და საოცარი ფლორა-ფაუნით.

© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის აკვარიუმი
სტამბულის აკვარიუმი - Sputnik საქართველო
სტამბულის აკვარიუმი

ამავე ტერიტორიაზე რომანტიკული ვახშმისთვის განკუთვნილი, თავიდან ბოლომდე აკვარიუმში ჩასმული რესტორანია. ყველაფრის ბოლოს კი მინის დიდი კარები იხსნება და გადიხართ აივანზე, სადაც თქვენ თვალწინ მარმარილოს ზღვის ცოცხალი პეიზაჟი გადაიშლება!

© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის აკვარიუმში
სტამბულის აკვარიუმში - Sputnik საქართველო
სტამბულის აკვარიუმში

მოკლედ, ყველაფერი ისე ლამაზი და შთამბეჭდავია, რომ იქ მყოფს თავი ამ ყველაფრის უშუალო მხილველი კი არა, „მონაწილე“ გეგონებათ და ეს შთაბეჭდილებაც დიდხანს გაგყვებათ… 
თურქეთის ცნობილი ბაზარი რომ მარტო სავაჭრო ადგილი არ არის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ის ამავე დროს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების, შეიძლება ითქვას, გაცნობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესაფერისი ადგილიცაა. სტამბულის ბაზარი, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჭრელია…

© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
1/11
სტამბულის ბაზარი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
2/11
სტამბულის ბაზარი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
3/11
სტამბულის ბაზარი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
4/11
სტამბულის ბაზარი
© სტამბულის ბაზარითამარ ხონელიძის პირადი არქივი
თამარ ხონელიძის პირადი არქივი - Sputnik საქართველო
5/11
თამარ ხონელიძის პირადი არქივი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
6/11
სტამბულის ბაზარი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
7/11
სტამბულის ბაზარი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
8/11
სტამბულის ბაზარი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
9/11
სტამბულის ბაზარი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
10/11
სტამბულის ბაზარი
© თამარ ხონელიძის პირადი არქივისტამბულის ბაზარი
სტამბულის ბაზარი - Sputnik საქართველო
11/11
სტამბულის ბაზარი
1/11
სტამბულის ბაზარი
2/11
სტამბულის ბაზარი
3/11
სტამბულის ბაზარი
4/11
სტამბულის ბაზარი
5/11
თამარ ხონელიძის პირადი არქივი
6/11
სტამბულის ბაზარი
7/11
სტამბულის ბაზარი
8/11
სტამბულის ბაზარი
9/11
სტამბულის ბაზარი
10/11
სტამბულის ბაზარი
11/11
სტამბულის ბაზარი

აქ თავი „ათას ერთი ღამის“ ზღაპრის გმირი გეგონება, ირგვლივ არნახულ ფერთა ზღაპრული მრავალფეროვნებაა. სტამბულში ტურიზმის მიზნით ჩასულისთვის ტანსაცმლის ყიდვას აზრი არა აქვს, რადგან ხარისხიანი საქონელი ძალიან ძვირია. თუმცა გრანდ-ბაზარში შესაძლებელია სასურველ სამოსსაც გადაეყაროთ. აღმოსავლური სუვენირის გარეშე სტამბულიდან ჩამოსვლა, ცოტა არ იყოს, „დანაშაულია“. საამისოდ ეწვიეთ სუვენირების, კერამიკისა და ხალიჩების სიფაჰი ჩარშის ბაზარს, რომელიც ლურჯი მეჩეთის მახლობლად მდებარეობს. აღმოსავლური ბაზრის წესების თანახმად, სტამბულში ურჩევნიათ შეევაჭრო და საქონლის ფასი დაგიკლონ, ვიდრე მათ მიერ დადებული თანხა უკამათოდ გადაიხადო. თუ თურქს საქონელს შეუქებ, ეს მისთვის პირადი ქათინაურის ტოლფასია და ამით ნასიამოვნები ჩაის ან ყავას დაუყოვნებლივ შემოგთავაზებს.

ყავაზე გამახსენდა: სტამბულში უხვადაა სახელწიფო ბალანსზე არსებული, როგორც მას უწოდებენ, მერიის სასადილოები, სადაც მისაღებ ფასად შეგიძლიათ ისადილოთ. ისინი სტამბულში ვიზუალურად, მენიუთი და მომსახურებითაც განსხვავდება ჩვენ გონებაში შემორჩენილი, ე.წ. საზკვების ობიექტებისგან და ჩვენს კერძო რესტორნებს არაფრით ჩამოუვარდება. ამ „სასადილოების“ შემოსავალი ისევ მერიას ერიცხება.

© თამარ ხონელიძის პირადი არქივიკატები სტამბულის ერთ-ერთ ქუჩაზე
კატები სტამბულის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
კატები სტამბულის ერთ-ერთ ქუჩაზე

სტამბული და კატები — ეს, ვფიქრობ, ცალკე თემაა! აქამდე ვიცოდი, რომ კატას მარტო ეგვიპტეში აღმერთებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ცხოველის მიმართ თურქების დამოკიდებულება ვნახე, ამ თემაზე აზრი შემეცვალა. საქმე ისაა, რომ კატა წინასწარმეტყველ მოჰამედის საყვარელი ცხოველია და სტამბულელების ამგვარი ზრუნვაც მის მიმართ, პირველ რიგში, ალბათ ამით აიხსნება. კატებს აქ ყველგან ნახავთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათზე მთელი ქალაქი საკუთარი ოჯახის წევრივით ზრუნავს. ამიტომ გარეთ, ქუჩაში, სახლებისა და დაწესებულებების წინ ყველგან გადააწყდებით პატარა ჯამებს, რომლებიც კატების საკვებით თითქმის ყოველთვის ავსებულია. ასეთი ზრუნვის გამო აქ კატები, ცოტა არ იყოს, თავხედურადაც იქცევიან და არავის ეპუებიან. აი, ძაღლს კი… ძაღლადაც არავინ აგდებს და უძაღლო ქვეყნის მსგავსად სტამბულში ლამის კატები აყეფდნენ!..

© თამარ ხონელიძის პირადი არქივიდაცვა სტამბულის ბაზრის შესასვლელთან
დაცვა სტამბულის ბაზრის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
დაცვა სტამბულის ბაზრის შესასვლელთან

ხშირად მომხდარი ტერაქტების გამო სტამბული მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილად იქცა. ეს ცუდად აისახება ამ ქალაქის ეკონომიურ მდგომარეობაზე, რადგან საშიშროების გამო აქ ტურისტების ნაკადმა იკლო და სტამბულელ ვაჭრებს ვაჭრობა ჩაუვარდათ. ნებისმიერ დიდ ობიექტში შესვლისას, ბაზარი იქნება ეს, სავაჭრო ცენტრი თუ მუზეუმი, იგრძნობა უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები, რადგან, გარდა ლითონის დეტექტორებისა, შეიარაღებული დაცვა თავიდან ფეხებამდე გამოწმებს.

ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ, მართალია, ეშინიათ გარეთ გასვლა, მაგრამ არსად გაქცევას არ აპირებენ, რადგან ეს მათი ქალაქია და, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სტამბულის გარდა სტამბული არ არსებობს!

ყველა ახალი ამბავი
0