სოსო ჯაბანიშვილი „Sputnik–საქართველოს“ სკოლაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
სოსო ჯაბანიშვილი: ვოცნებობ, ჩემი სოფელი და სკოლა ბავშვებით გაივსოს
„ჩემი, და არა მარტო ჩემი, ოცნებაა, ჩვენი სკოლა იყოს საშუალო, რომ ჩვენც აქ დავამთავროთ სწავლა, დაბრუნდნენ ის ბავშვებიც, სხვაგან რომ გადავიდნენ სასწავლებლად. იმ ბავშვებსაც მიეცეთ საშუალება, სრულყოფილი განათლება მიიღონ, ვინც სხვაგან ვერ გადადიან სასწავლებლად“, — ამბობს სოსო ჯაბანიშვილი.
უკანაფშავში მდებარე 12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა აქვს, ისიც საბაზო საფეხურის.