რა ხდება ჩინეთში

© Flickr / Alfonso Jimenezკარლოს ალბერტო მარტინეს ტევესი
კარლოს ალბერტო მარტინეს ტევესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხბურთო ბუმი ამ ქვეყანაში ეფუძნება რამდენიმე უმდიდრესი კორპორაციის ინიციატივას, რომელიც თავის მხრივ მაყურებელთა უსაზღვრო ინტერესზეა გათვლილი.

სანდრო ცნობილაძე

ჩინეთთან ჩემი თაობის ადამიანების პირველი შეხება 80-იან წლებში ნაქირავები ვიდეომაგნოტოფონებით ბრიუს ლიზე ფილმების ყურებით შემოიფარგლებოდა. კინემატოგრაფის ამ არცთუ ისე მაღალი ხარისხის ნაწარმოებებში უშიშარი ჩინელი კარატისტი მარტო ებრძოდა ხოლმე იაპონელ მაფიოზებს, რომლებსაც როგორც წესი, აუცილებლად ამარცხებდა. გარკვეული წარმოდგენა იაპონიაზეც გვქონდა. ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ხდება ბევრი მიწისძვრა, არის კიდევ უფრო მეტი გეიშა და ამ ორივეზე ერთად აღებული, კიდევ უფრო მეტი ელექტროტექნიკა.  

© FB/ Бора Милутиновичბორა მილუტინოვიჩი - ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (2002 წ.)
ბორა მილუტინოვიჩი - ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (2002 წ.) - Sputnik საქართველო
ბორა მილუტინოვიჩი - ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (2002 წ.)

ბრიუს ლის პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ჩინეთით დაინტერესების ახალი ტალღა ამ ქვეყანაში ბორა მილუტინოვიჩის ჩასვლას მოჰყვა. ფეხბურთის სერბმა სპეციალისტმა ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები 2002 წელს პირველად და უკანასკნელად მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. ფინალურ სტადიაზე აზიელები ვერაფერს გახდნენ. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა ჩინეთში კარიერის გაგრძელების გამო, რომელიმე ფეხბურთელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდებაო, მთქმელს რბილად რომ ვთქვათ ფსიქიკურად შეშლილად მონათლავდნენ. არადა დღეს რეალობა ასეთია. წარსულში არგენტინის ნაკრების ფორვარდი კარლოს ტევესი ჩინურ კლუბ „შანჰაი შენჰუაში“ გადავიდა და წელიადში ხელფასის სახით 45 მილიონ ევროს მიიღებს. ამ კონტრაქტის წყალობით „აპაჩე“ პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

რამ შვა ჩინური სასწაული? მნიშვნელოვანია რომ ეს არ არის კონკრეტული, ძალზე  მდიდარი ადამიანების ინიციატივა. საფეხბურთო ბუმი ამ ქვეყანაში ეფუძნება რამდენიმე უმდიდრესი კორპორაციის ინიციატივას, რომელიც თავის მხრივ მაყურებელთა უსაზღვრო ინტერესზეა გათვლილი. ეკონომიკურ სიღრმეებში რომ არ შევიდეთ და ჩვეულებრივი მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ვისაუბროთ, მხოლოდ ერთი ფაქტის კონსტატირებით შემოვიფარგლები. ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი აღემატება იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის შიდა პროდუქტების ჯამს. შიდა პროდუქტი კი იმის მაჩვენებელია, რამდენად მდიდარია ქვეყნის მოსახლეობა და შესაბამისად ქვეყანა. 

განვიხილოთ ერთი კლუბის მაგალითი. „შანჰაი შენჰუას“ მფლობელი GREENLAND HOLDING-ია.  ეს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაცია 22,8 მილიარდი ევროა. საფეხბურთო კლუბი მისი ერთ-ერთი პროექტია. ფეხბურთისადმი ინტერესი კი როგორც უკვე ვთქვით ამ თამაშისადმი უდიდესმა ინტერესმა განაპირობა. ტევესის გარდა, ამ გუნდში კოლუმბიელები ფრედი გუარინი და ჯოვანი მორენო, აგრეთვე ნიგერიელი ობაფემე მარტინსი თამაშობენ. ამ ოთხეულის გამო ინტერესი გარანტირებულია. შესაბამისად, „შანჰაი შენჰუა“ კომერციულად აუცილებლად იქნება მომგებიანი პროექტი. იგივე შეიძლება ითქვას სხვა კლუბებზეც, ყველაფერი ეს კი მოიტანს შედეგს — ადრე თუ გვიან 2002 წლის წარმატება ჩინეთის ნაკრებისთვის ერთადერთი აღარ იქნება.  

 

ყველა ახალი ამბავი
0