ფერმერი „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მთაში არ არის კომუნიკაცია, მობილური კავშირი, რის გამოც იქაური ახალგაზრდები სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან. თანაც, მთაში მკაცრი ზამთარი იცის, ამიტომ წლის ამ დროს ცხოვრება ყველაზე მეტად ჭირს.
ნოდარ ტოხოსაშვილი: 18 წლის წინ წყალმა წაიღო ელექტრობოძები, ამიტომ სინათლე არ გვაქვს
„მთაში ზამთარი საკმაოდ მკაცრია და ცხოვრება, შესაბამისად, რთული. არ არის კომუნიკაცია, არ აქვს სიგნალის მიღება მობილურ ტელეფონებს. არ გვაქვს ელექტროენერგია. როდესაც არაგვი დიდდება, გზაც ხშირად ფუჭდება და ხანდახან კვირაობით არ გვაქვს გზა“, — ამბობს ტოხოსაშვილი.
უკანაფშავის ერთ-ერთ ბოლო დასახლებულ პუნქტში, სოფელ უკანაფხოში არც ელექტროენერგიაა, არც მობილური კავშირი, არც გზა, მაგრამ რამდენიმე ოჯახი მაინც ცხოვრობს.