კინოსა და თეატრის რუსმა მსახიობმა დმიტრი პევცოვმა შემოქმედებითი საღამო გამართა თბილისში გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო ფრაგმენტები პევცოვის გამოსვლიდან და ინტერვიუ საქართველოში მოგზაურობის შესახებ.
ცნობილმა რუსმა მსახიობმა დმიტრი პევცოვმა თბილისში გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე გამართა კონცერტი. კონცერტს უამრავი მაყურებელი დაესწრო. რამდენიმე საათის განმავლობაში მსახიობი სცენიდან ესაუბრებოდა მაყურებლებს, ყვებოდა ისტორიებს საკუთარი ცხოვრებიდან, კითხულობდა ლექსებს და მღეროდა სიმღერებს. პევცოვთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს გრიბოედოვის სახელობის თეატრის ქართველმა მსახიობებმა და მომღერლებმაც.
"აქ უზარმარას სიკეთეს, სიყვარულსა და გიჟურ ქართულ სტუმართმოყვარეობას ვიღებ. კიდევ ამინდს, რომელიც რაღაც საოცრება და ბედნიერებაა. და კიდევ მცხეთა, სვეტიცხოველი, მთები. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს აქ 15 წლის გავახალგაზრდავდი. ძალზე აღფრთოვანებული ვარ, ეს რაღაც ზღაპარია, რომელიც სინამდვილე გახდა. და ის, რომ ჩემს ნათესავებს ვხედავ 3 დღის განმავლობაში და მათ არ ვშორდები, ესეც საოცრება და ზღაპარია. აღფრთოვანებული ვარ", — კონცერტის შემდეგ Sputnik საქართველოსთან საუბარში განაცხადა დმიტრი პევცოვმა.
პევცოვის გამოსვლა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა.