ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოს დავით ბაქრაძე წარადგენს

© REUTERS / Shannon Stapletonდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინაუგურაციას აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოს აშშ-ში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე წარადგენს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ის ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 20:00) დაიწყება. აღინიშნება, რომ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვას თვითონ დაწერს.

„აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები დაესწრებიან. ცერემონიის პროტოკოლით ინაუგურაციის ღონისძიებაზე უცხოური დელეგაციები და მაღალი რანგის სტუმრები მიწვეული არ არიან“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

ცერემონიას ორიდან სამ მილიონამდე ადამიანი დაესწრება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მეუღლესთან ჰილარისთან ერთად დაესწრება.

ყველა ახალი ამბავი
0