თედორაძე: ტერორისტი ტერაქტზე ტელეფონით არ საუბრობს
„ადამიანი, რომელსაც ტერაქტი ან სხვა ძალადობრივი დანაშაული აქვს დაგეგმილი, ამაზე ტელეფონით ან ინტერნეტით ღიად არ ისაუბრებს, ის დაშიფრულ საკომუნიკაციო საშუალებას იყენებს, რომელიც მარტივად არ იშიფრება“, — აღნიშნა თედორაძემ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ქვეყნის მოსახლეობაზე ფარული თვალთვალის ნაწილში ცვლილებების შეტანა იგეგმება. 2016 წლის აპრილში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლება, ფარულად მოუსმინოს მოქალაქეთა მობილურ და ინტერნეტ-კომუნიკაციებს და კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა.