სალონიკში თოვლის მოსვლის შემდეგ მიგრანტების ბანაკში ლტოლვილებმა კოცონი დაანთეს

გამოწერა

უკვე რამდენიმე დღეა სალონიკში უჩვეულო სიცივეა. საბერძნეთში ძლიერი თოვლი და ყინვა ციმბირიდან წამოსული ციკლონის შედეგია. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ებრძვიან უამინდობას ლტოლვილები მიგრანტების ბანაკში.

სალონიკში ტემპერატურა მინუს რვა გრადუსამდე დაეცა. რეგიონში ასეთი ანომალიური სიცივე უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

"უკვე ოთხი დღეა ყინვაა და, შესაძლოა, მეხუთე დღესაც გაგრძელდეს. ასე რომ, ეს ძალიან დიდი რეკორდია და მე არ ვფიქრობ, რომ ის მალე მოიხსნება", — განაცხადა არისტოტელეს უნივერსიტეტის მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის ლაბორატორიის დირექტორმა, პროფესორმა თეოდოროს კარაკოსტასმა.

მეცნიერმა ასევე განაცხადა, რომ სალონიკში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, —12,6 გრადუსი 1968 წლის 14 იანვარს დაფიქსირდა. მაშინ ყინვა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ციკლონი "არიადნა" პარასკევს ციმბირიდან წამოვიდა და საბერძნეთში ყინვა და თოვლი გამოიწვია, ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა, კერძოდ, აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიაში, ასევე დასავლეთ მაკედონიასა და ზოგიერთ კუნძულზე, სადაც თოვლის სიმაღლემ ერთ მეტრს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0