ამერიკაში 68-კილოგრამიანმა კუმ ორი სახლი გადაწვა

გამოწერა
ერთ-ერთი სახლისთვის ხანძრით მიყენებული ზარალი 150 ათას დოლარად ფასდება.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ში 68-კილოგრამიანმა 15 წლის კუ ბიტსიმ გალიაში სანათური გადააყირავა და ხანძარი გააჩინა, იუწყება РИА Новости ტელეარხ Fox San Antonio-ზე დაყრდნობით.

ცოტა ხანში ალი მეზობელ სახლზე გადავიდა.

ტელეარხის ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი კუს ლეიბს მოეკიდა და შემდეგ მთელ სახლში გავრცელდა, რის შედეგადაც ის სრულად განადგურდა შიგნიდან.

რაც შეეხება მეორე სახლს, მისთვის მიყენებული ზარალი 150 ათას დოლარს აღწევს.

ხანძრის გამო არავინ დაშავებულა, თავად ბიტსის კი მცირე დამწვრობა აქვს ბაკანზე.  

ყველა ახალი ამბავი
0