კალანდაძე: „ჩინეთთან ვაჭრობა ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას გამოიწვევს“
„ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ერთი მხრივ, ბიზნესს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღოს. ამავდროულად, ეს, სწორი სავაჭრო—პარტნიორული ურთიერთობების პირობებში, არის ქვეყანაში სავალუტო ნაკადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნეტიული წყაროს გაჩენის შესაძლებლობა, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — აცხადებს ლევან კალანდაძე.
ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის. ქართული ღვინის მაღაზია-სალონები ამ ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება.