თბილისში სანტა კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილმა მოცეკვავე მამაკაცმა Apple-ის პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიიდან ძვირადღირებული ნოუთბუქი წაიღო. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ კადრები მაღაზიის ვიდეოკონტროლის კამერებიდან.
ნოუთბუქის გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას საბურთალოს რაიონის პოლიცია აწარმოებს.
მაღაზიამ, რომლიდანაც ნოუთბუქი გაიტაცეს, დამნაშავის დაჭერისთვის გამოაცხადა ჯილდო — სმარტფონი iPhone.
ვიდეოკონტროლის მიერ დაფიქსირებული კადრები ამავდროულად აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებში, სადაც მომხმარებელთა ნაწილმა ეჭვი გამოთქვა მათ სისწორეში და ივარაუდა, რომ ვიდეო ასეთი "უჩვეულო" ფორმატით სავაჭრო ცენტრის რეკლამის მიზნით არის გადაღებული.